„ლეიბორისტები“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

„ლეიბორისტული პარტია“, ჰესების მშენებლობის ამკრძალავ კანონპროექტთან დაკავშირებით, 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვას და მცირე ჰესების მშენებლობას მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობით ითვალისწინებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოში 200-მდე ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაც ეკოლოგიისთვის დამაზიანებელი იქნება.