საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა ბათუმში. შეხვედრა 2:0 – სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. გულშემატკივრებს საშუალება მიეცათ საყვარელი ფეხბურთელები ეხილათ მოედანზე. სტადიონზე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები გამოვიდნენ. მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო, თუმცა „ინტერმა“ ტაიმის მსვლელობისას ტემპს მოუმატა. სტუმრებმა 22-ე წუთზე ანგარიში გახსნეს, გოლის გატანა ლუიშ ფიგუმ მოახერხა. მეორე გოლიც მის ანგარიშზეა.