მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი მილანის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. სტუმრებმა პენალტების სერიაში გაიმარჯვეს. ვარსკვლავების სანახავად სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ქართველებიდან თავი დემეტრაძემ და სირაძემ გამოიჩინეს, მილანის ფეხბურთელებიდან კი გოლები ბორიელომ და ზეედორფმა გაიტანეს. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ირაკლი კვირიკაშვილმა მატჩი 75-ე წუთზე დაასრულა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, სადაც „მილანმა “ გაიმარჯვა.