ლავროვი - აშშ-მ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა იმ მიზნით შექმნა, რომ რუსეთის თავდაცვისუნარიანობა დაესუსტებინა
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გლობალური სისტემა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ მიზნით შექმნა, რომ რუსეთის თავდაცვისუნარიანობა დაესუსტებინა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული პოტენციალის გაუფასურებას და სინამდვილეში ამ სისტემას ჩრდილოეთ კორეის ან ირანის საფრთხესთან კავშირი არ ჰქონია.
ვაშინგტონში კი ფიქრობენ, რომ რუსეთის ბირთვული რიტორიკა, რომელიც კრემლიდან ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად ისმის, მსოფლიო უსაფრთხოებას დიდი რისკის ქვეშ აყენებს.