საქართველოს საკალათბურთო ნაკრები რიგაშია, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება. 6 ქვეყნის ნაკრები: ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს დღეს ლატვიასთან 20 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1 ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში განაგრძო და ლატვიაში დაასრულა.