ლაშა გურულის წარმატებული ასპარეზობა პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა ლაშა გურულმა.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოკრივე ნახევარფინალში კუბელ მეტოქეს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მარცხის მიუხედავად ლაშა გურულმა შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა და მესამე ქართველი მოკრივე გახდა, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მიიღო.