ლაშა ჩხარტიშვილი კონკრეტული პოლიციელების დასჯას ითხოვს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ადვოკატებთან ერთად პროკურატურას უკვე მიმართა. საუბარია 3 იანვარს აქციის დროს მის დაკავებაზე. ჩხარტიშვილის თქმით, კონკრეტულმა პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ჩხარტიშვილმა ფოტო-მასალა წარმოადგინა. ადვოკატების თქმით, განცხადებას ერთვის როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალა, სადაც პილიციელების მხრიდან ძალადობაა ასახული.