„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ შრომის პარტიაში. პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა საქალაქო სასამართლოსთან, ჩხარტიშვილის ადვოკატთან ერთად მივიდა. უფლებადამცველმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, დაკავებულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს, ჩხარტიშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს.