მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა „ლეიბორისტული პარტიიდან“, ლაშა ჩხარტიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „საარჩევნო კოვიდ-მესაფლავეები“ გამართა. შეკრებილები ამბობენ, რომ ხელისუფლება მძიმე ეპიდ-ვითარებას ვერ უმკლავდება და ვერც რეგულაციების მონიტორინგს ახერხებს. მან აქციაზე სიმბოლურად მიწა მიიტანა და კანცელარიის შესასვლელთან დაყარა. ამ ქმედებისთვის სამართალდამცველებმა ის 80 ლარით დააჯარიმეს.