დედოფლისწყაროს რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია.
სოფელ არხილოსკალოში ახალი ობიექტი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. კომპლექსი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის სახელობის იქნება. არხილოსკალო ცნობილი სპორტსმენის სოფელია. სპორტდარბაზი თანამედროვე სტანდარტებზეა გათვლილი. კომპლექსში ძიუდოს და ჭიდაობის, ასევე ძალოსნობისა და სატრენაჟორო დარბაზებია განთავსებული. სამშენებლო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.