ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებაზე შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ეროვნული ვალუტის ასეთი მერყეობა მთავრობის პოლიტიკის შედეგია. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ლარის სტაბილურობისთვის უნდა ყოფილიყო მეტი კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან. „ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა.
ოპოზიციის შეფასებებს მმართველი პარტიიდან და მთავრობიდან დღეს არ გამოხმაურებიან.