საქართველოში საერთაშორისო ფინანსური რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.
ბოლო თვეებში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან დიდი რაოდენობით დოლარი შეისყიდა. საუბარია ბოლო ხუთ თვეში რეზერვების თითქმის მილიარდი დოლარით შევსებაზე. რატომ არჩია სებ-მა უცხოური ვალუტის შესყიდვა და რეზერვების შევსება ლარის კიდევ უფრო გამყარებას – სფეროს ექსპერტები კრიზისული სიტუაციების დროს მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციისთვის და ფინანსური სექტორის სტაბილურობისთვის სებ-ის პოლიტიკას სწორად მიიჩნევენ.