2019 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტიდან ისევ მთავრობას უბრუნდება.
ფინანსთა სამინისტროს დეპუტატების შენიშვნების გასაცნობად და პროექტის კორექტირებისთვის ვადა 5 ნოემბრამდე აქვს. პარლამენტში მთავარი ფინანსური დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები დღეს დასრულდა. ბოლო სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა. ოპოზიციის პრეტენზიები პენსიების საკითხს, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას და საგარეო ვალს ეხება. კითხვები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაშიც.
ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების გარდა დღევანდელ სხდომაზე მწვავე პოლიტიკური დებატების მიზეზი გახდა ლარის კურსიც. ეროვნულა ვალუტა დღეს კიდევ უფრო გაუფასურდა.