„ლაქტალის“ ბავშვთა კვების პროდუქტებს სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღებენ
ფრანგული კომპანია ლაქტალის ბავშვთა კვების პროდუქტებს სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღებენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეტყობინება ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო.
2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული პროდუქციის ამოღების რეკომენდაცია, პრევენციული ღონისძიებების მიზნით გაიცა. შეტყობინება ყველა იმ ქვეყანას გაეგზავნა, სადაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი ხდება.
ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, „ლაქტალის წარმოებული ყველა სახის პროდუქტის ქსელიდან ამოღებას ახორციელებს. პროდუქციის სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდზე იხილოთ.