ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას ქართული დელეგაციაც დაესწრო. ლაიფციგის წიგნის ბაზრობის მთავარი ჯილდოს მფლობელი ნორვეგიელი მწერალი და ჟურნალისტი ოსნე საიეშტადი გახდა. მისი რომანი კუნძულ უტოიაზე 2011 წლის 22 ივლისს მომხდარ ტრაგედიას ეძღვნება, როცა ანდრეს ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა. ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ქართველი ავტორები საკუთარ ნაწარმოებებს წარადგენენ.
პროგრამა 14 მარტიდან 24 მარტამდე 7 გერმანულენოვან ქალაქში გაგრძელდება და 27 ქართველი ავტორის 50-მდე ღონისძიებას აერთიანებს.