მთაწმინდაზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ლადო კახაძემ საკუთარი პროგრამა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად წარადგინა. როგორც კანდიდატი ამბობს, მთაწმინდის რაიონში ამორტიზებული საბინაო ფონდის ეტაპობრივი რეაბილიტაცია დაიწყება. ლადო კახაძის დამსახურებებზე გაამახვილა ყურადღება კახა კალაძემ.