ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ოქროყანაში შეაჯამა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ოქროყანაში შეაჯამა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მმართველი გუნდის კანდიდატმა მთაწმინდის თითოეულ მცხოვრებს მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდაჭერისთვის და ამომრჩევლებს კვირას, 9 ივნისის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით,  გამარჯვებისთანავე დაიწყებს მუშაობას, რომ არსებული საკითხები მოკლე დროში გადაიჭრას.