საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა 2018 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით განხორციელდა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ძირითად მიზანს დანაშაულის განმეორებით ჩადენასთან დაკავშირებული რისკ და დამცავი ფაქტორების გამოვლენა წარმოადგენდა, კვლევის სამიზნე ჯგუფები კი ყოფილი მსჯავრდებულები, მათი ოჯახის წევრები და სერვისის მიმწოდებლები იყვნენ.