„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და CRRC საქართველომ, ევროკავშირის მხარდაჭერით კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომელიც ფარული თვალთვალის მექანიზმების სასამართლო ზედამხედველობასა და სოციალურ მედიაში მთავრობის მხარდაჭერით გავრცელებულ ანტიდასავლურ რიტორიკას ეხება. კვლევის ფარგლებში ორგანიზაციებმა შემდეგი მიგნებები გამოკვეთეს: უსაფრთხოების სამსახურზე მაღალი პოლიტიკური ზეგავლენა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკების არსებობა, სასამართლო ზედამხედველობის არაეფექტურობა და მთავრობის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია. გარდა ამისა, კვლევის ერთ-ერთ მიგნებად სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლეთის მიზანმიმართული დისკრედიტაციაც გამოვლინდა. საკვლევი პერიოდი კი ძირითადად 2023 წელს მოიცავს.