„საქართველოში ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს“- ეს არის საქსტატის მიერ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის შედეგი. გარდა ამისა, კვლევამ დაადგინა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% არ დადის საბავშვო ბაღში, რისი მიზეზიც, ზოგ სოფელში ბაღების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსებაა. როგორც იუნისეფში აცხადებენ, სასკოლო პერიოდში კვება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში მატერიალური სიდუხჭირის გამო. ანალიზის შედეგად, ბავშვის კეთილდღეობის ყველა ასპექტში გამოვლინდა განსხვავება სოფლად და ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს შორისაც. კვლევა 2022 წლის ივლის-სექტემბერში ჩატარდა და ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე ასპექტს მოიცავდა: განათლება, ჯანდაცვა, სასკოლო კვება და ა.შ.