საქართველოში ქალი კანდიდატების პოლიტიკაში მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერები – ევროპის საბჭოსა და ცესკო-ს თანამშრომლობით, კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიში საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსტრუმენტებსა და წევრი სახელმწიფოების მიმართ, ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს განიხილავს. კვლევაში საუბარია ქალების მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე, არახელსაყრელ ეკონომიკურ ვითარებაზე, ასევე შევიწროებასა და ბულინგზე საარჩევნო კამპანიის დროს და არჩევის შემთხვევაში, მზარდ ონლაინ ძალადობასა და მუქარაზე. ევროპის საბჭოს წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოში მოსახლეობის 50%- ქალია, შესაბამისად, გენდერული თანასწორობის დაცვა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი პრინციპებია.