კვლევის პრეზენტაცია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო სტრუქტურებში შტატგარეშე თანამშრომლებზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას მართავს. ფრაქციის ინფორმაციით, იკვეთება ბიუროკრატიისა და ნეპოტიზმის შემთხვევების ზრდა. კვლევაში 150 უწყება მოხვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას არ ასაჯაროებს, ოფიციალურად რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია და ამ მიმართულებით რა ფინანსური რესურსია გამოყოფილი.