კვლევის პრეზენტაცია

გენდერული საარჩევნო კვოტების გავლენა საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადოებაზე 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მაგალითზე. „ენდიაისა“ და გაერო-ს განვითარების ფონდის კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საარჩევნო გენდერული კვოტები ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას, კანონმდებლობასა და პარტიულ წესებში არსებული ხარვეზების გამოვლენას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მეტად უნდა იზრუნონ ქალ კანდიდატთა წახალისებაზე. კვლევა ასევე მოიცავს რეკომენდაციებს პოლიტიკური პარტიებისა და კანონმდებლების მიმართ.