პოლიციის საქმიანობაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის შესახებ კვლევა მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“.
დოკუმენტი ეყრდნობა ექვს საქმეს. ისინი 2017-2019 წლებს მოიცავს. კვლევის მიხედვით, ქვეყანაში არასათანადო მოპყრობის პრევენციას მნიშვნელოვნად ართულებს ის ფაქტი, რომ პოლიციელისა და მოქალაქის ურთიერთობის დოკუმენტირება არ ხდება, მათ შორის, არც ვიდეო კონტროლის საშუალებით, რაც განსაკუთრებით აფერხებს არასათანდო მოპყრობის შემთხვევაში საქმის გამოძიებას. აგრეთვე კვლევაში ნათქვანია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შეზღუდვის რისკებს. „ი-ემ-სის“ დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა ასევე, რომ ძალის გადამეტების აღმოფხვრაზე არ ხდება პოლიციელთა სათანადო გადამზადება. კვლევის ავტორები გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავენ.