კვლავ უცნობია, როდის დაასახელებს გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს
როდის დაასახელებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს, ეს ჯერ უცნობია. თუმცა, ცნობილია ის, რომ თარიღთან დაკავშირებით, მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს. დეპუტატები ამბობენ, რომ ჯერჯერობით, ვადები არ დარღვეულა, შესაბამისად, ამ ეტაპზე პრობლემა არ არსებობს.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის რამდენიმე თვით ადრე გამოცხადება და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” კანდიდატს, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მათი პოზიცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.