კვლავ გაურკვეველია, შედგება თუ არა დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის
საარჩევნო ცვლილებების განხორციელებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია, შედგება თუ არა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი მხარეებს შორის. ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს და საკუთარ მოთხოვნებს აყენებს – ეს არის პარტიული სიითა და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა და ასევე, მათი თანამოაზრეების გათავისუფლების საკითხი. დიალოგისთვის მზად არის უმრავლესობა.
როგორია მმართველი პარტიისა და მათი ოპონენტების პოზიციები, დეპუტატების განცხადებები ნათია ქენქაძემ მოისმინა.