კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი  

საქართველოსა და კვიპროსის დედაქალაქებს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაიწყოს.

კვიპროსის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით პირველად სტუმრობს. ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრაზე ნიკოს ანასტასიადისმა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყანას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. განსაკუთრებული აქცენტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საჭიროებაზე გაკეთდა. სწორედ ამ მიზნით, ხვალ თბილისი საქართველო-კვიპროსის ბიზნეს-ფორუმს უმაპსინძლებს. უკვე ცნობილია ბიზნესის ის სფეროები, რომლებშიც შესაძლოა კონკრეტული საინვესტიციო პროექტები დაიგეგმოს.