სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ინტენსიურად ამოწმებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს.
აჭარის რეგიონში ორი კვირის განმავლობაში შემოწმდა 210-მდე ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.