კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმამ საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის, ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობის თაობაზე პრესკონფერენცია გამართა.
პლატფორმის წარმომადგენლების განცხადებით, შეფასების მიხედვით, რომელიც მათი ინიციატივით ჩატარდა, ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობით იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები. 2007 წლიდან, ალავერდის კათედრალი იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.
შეხვედრაზე პლატფორმის წევრებმა ასევე გააკეთეს განცხადება თბილისის ისტორიული ნაწილის მემკვიდრეობის ძეგლების საკითხზე. აღნიშნულ საკითხზე კულტურის სამინისტროს პოზიცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.