კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივას საქართველო ოფიციალურად უერთდება
საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივას ოფიციალურად უერთდება. მიზანი, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მნიშვნელობისა და როლის შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ინიციატივას 4 ძირითადი გზავნილი აქვს: დაცვა, ჩართულობა, მდგრადობა და ინოვაცია. კამპანიის ფარგლებში, პროექტში საქართველოს მასშტაბით 101 მუზეუმი ჩაერთვება. მოეწყობა 14 გამოფენა საქართველოში და 6 საზღვარგარეთ .