განათლების სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ოფიციალური დახურვის ღონისძიება გაიმართა.
განხორციელებული პროექტები მინისტრის მოადგილემ, ევროკავშირის ელჩმა, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა შეაჯამეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მემკვიდრეობის სფეროს ინსტიტუციების წარმომადგენლები.
2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
საქართველო ოფიციალურად ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ევროპის 10 ინიციატივის მიხედვით, მთელი წლის მანძილზე ახორციელებდა მიზანმიმართულ შემეცნებით კამპანიას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.