„სადაც წარსული ხვდება მომავალს“ – ამ სლოგანით 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად არის გამოცხადებული.
მასშტაბურ პროექტში საქართველოც ერთვება. ღონისძიებების პროგრამა გაწერილია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენის მიზნით წლის განმავლობაში არაერთი პროექტია დაგეგმილი. შემეცნებითი კამპანიის ფარგლებში 101 მუზეუმი მონაწილეობს, გეგმაშია რამდენიმე მუზეუმის გახსნა, რეაბილიტაცია, 20-მდე გამოფენის მოწყობა და საერთაშორისო კონფერენციების გამართვა. წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაცია როგორც ლოკალურად, ისე საერთაშორისო დონეზე იგეგმება.