კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი

კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ორდღიან ღონისძიებაში 30-მდე მასწავლებელი მონაწილეობს. სემინარი მოიცავს შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან, თემის ექსპერტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ეწვევიან ოკუპაციის მუზეუმს. სემინარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნა. სახელმწიფო მინისტრმა პედაგოგებს გააცნო აპარატის საქმიანობის ორივე – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელებაში მასწავლებლების ჩართულობა ერთ-ერთ აუცილებელ პრიორიტეტს წარმოადგენს. კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება.