კულტურის სამინისტრომ სამი ახალი კონკურსი გამოაცხადა. ქართული ესტრადისა და ფოლკლორის ხელშეწყობის მიზნით, ასევე დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში საგასტროლო ხარჯებით ხელშეწყობისთვის და კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების წახალისებისთვის. მიზანი ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და ხელმისაწვდომობაა. თითოეულ კონკურსში განაცხადების შეტანის ვადა 3 ივნისამდეა.