კულტურის სამინისტროს ახალი პროექტები

კულტურის სამინისტრომ სამი ახალი კონკურსი გამოაცხადა. „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის“, “ქართული კარიკატურის ხელშეწყობის მიზნით“ და „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლებისთვის“.

თითოეულ კონკურსზე დაინტერესებულ პირებს საკუთარი მონაცემების წარდგენა დღეიდან, 28 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ. გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაცია სამინისტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 14 აგვისტოს გამოქვეყნდება.