იორდანიაში შიჰანის მთაზე ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევები მოინახულა კულტურის მინისტრმა.
ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. დღემდე შემორჩენილია მონასტრის რამდენიმე ხელნაწერი, ისინი იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავშია დაცული. იორდანიაში გაემგზავრება ქართველი მეცნიერ-არქეოლოგების გუნდი, რომელიც დაგეგმავს არქეოლოგიურ სამუშაოებს. შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტერი ქალაქ კარა-კში მდებარეობდა. ის მე-11 საუკუნეში ქართველმა სასულიერო პირმა, გაბრიელ თბილელმა დაარსა. უდაბნო-მონასტერმა მე-13 საუკუნემდე იარსება.