კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ შემუშავდა ევროპული პრაქტიკა, რომელიც ავტორ-შემსრულებელთა უფლებებს და მათ ქონებრივ ინტერესებს დაიცავს.
აღნიშნული კანონპროექტით, მოგვარდება პრობლემები, რომლებიც წლებია ავტორ-შემსრულებლებს აწუხებთ, მათ შორის ჰონორარების განაწილების საკითხი. მოსაზრებას უფლებების კანონით დარეგულირებასთან დაკავშირებით, ავტორ-შემსრულებლებიც იზიარებენ.