საქართველო შვეიცარიიდან ჩამოსულ ხელოვანებს მასპინძლობს.
ერთ შოუში გაერთიანებული ორი ცნობილი მხატვრის შემოქმედება, ფილმების რეტროსპექტივა, არქიტექტურული ნიმუშები და მუსიკალური ნომრები ინტერდისციპლინური ფესტივალის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.
10 დღის განმავლობაში სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეში საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება შვეიცარიულ კულტურას და ხელოვნებას გაეცნოს. პარალელურად, წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო პროგრამები და ვორქშოპები.
ფესტივალი 10 აპრილს დაიხურება.