„კულტურის დიალოგი - ლიეტუვა-საქართველო“

„კულტურის დიალოგი – ლიეტუვა-საქართველო“ – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ლიეტუვის ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორის ცენტრი ერთობლივ პროექტს ამზადებენ. 8 აპრილს დაგეგმილ საღამოზე ქართველი და ლიეტუველი მუსიკოსები ქართული ფოლკლორის თემაზე შექმნილ და ლიეტუველი კომპოზიტორის მიერ არანჟირებულ ნაწარმოებებს შეასრულებენ.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინიტროს და ლიეტუვის საელჩოსა და ლიეტუვის ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ცენტრის მხარდაჭერით.
ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მიზნით, პროექტს საფუძველი ჩაეყარა ფესტივალის, POKROV BELLS ინიციატივით, რაც მიზნად ისახავდა მუსიკალური პროგრამის წარდგენას ლიეტუვასა და საქართველოში.