ანტალიაში, თურქეთის შუამავლობით უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. დიპლომატების მოლაპარაკებას თურქეთის საგარეო უწყების პირველი პირი, მევლუთ ჩავუშოღლუც დაესწრო. მხარეებმა მაგიდასთან საათნახევარი გაატარეს, თუმცა მოლაპარაკება კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. განხილული თემების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციებზე ილაპარაკეს.
მხარეთა პოზიციები ანტალიაში სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა.