თბილისში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ კრწანისობა 2018 აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სანახაობრივი წარმოდგენა, ქართული ხალხური სიმღერის და ცეკვის ანსამბლების და ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.
300 არაგველის სკვერში დაღუპული გმირებისთვის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს.
ღონისძიება კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო.