რაფაჰში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ისრაელის მიმართ დასავლეთის ქვეყნების ტონი კიდევ უფრო მკაცრდება. ქალაქში, რომელსაც ათასობით დევნილი აფარებს თავს, მსხვერპლით დასრულდა ბოლო ავიაიერიშებიც. დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. საერთაშორისო ორგანიზაციები სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფას ითხოვენ. რაფაჰზე შეტევები ცეცხლის შეწყვეტის და ისრაელიდან გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს კიდევ უფრო ართულებს.