რუსეთის მორიგი მუქარა და გაფრთხილება საქართველოს.
მიზეზი კვლავ ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაა. კრემლის გაღიზიანება ამჯერად ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებამ გამოიწვია, ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხადაჭერასთნ დაკავშირებით. გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ჩრდოლო ატლანტიკური ალიანსი საფრთხეს არა რუსეთს, არამედ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს უქმნის, რომელიც მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ეკონომიკური კუთხით საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
კრემლის გაღიზიანება და პრაღის შეხვედრების არაპოლიტიკურ ფორმატში პოლიტიკური გზავნილები არ უკვირთ თბილისში და აცხადებენ, რომ ქვეყნის კურსი უცვლელი დარჩება, მოსწონს ეს რუსეთს, თუ არა. კარასინმა კრემლის პოზიცია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებითაც გააჟღერა, რომელიც ასევე მაიკ პომპეოს ერთ-ერთი გზავნილი იყო.
მარიამ მენაბდე დეტალებით.