კრემლის მუქარა - შეფასებები თბილისში

კრემლის მუქარის შემცველი განცხადება. დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს იმ შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ, რომელიც ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას მოყვება.  განცხადება ამის შესახებ პუტინმა რუსეთში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისივე თქმით, ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ, მოსკოვი თანაზომიერ რეაგირებას მოახდენს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა სხვა პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც ერთობლივი მუშაობისკენ იქნება მიმართული, რაზეც ის დონალდ ტრამპსაც ესაუბრა.

როგორი შეფასებები კეთდება პუტინის მუქარის განცხადებებზე თბილისში?