კრემლის ლიდერის გადაწყვეტილება და საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია
საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა და მინსკის შეთანხმებიდან გასვლა, – ასე ფასდება გადაწყვეტილება, რომელიც ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ გამოაცხადა. ვრცელ გამოსვლაში იყო მუქარის შემცველი განცხადებები უკრაინის ხელისუფლების და დასავლეთის მიმართ, იმპერიალისტური ზრახვების დემონსტრირება და კიდევ ერთხელ მკაფიო მოთხოვნა, რომ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება შეწყდეს. მიმართვაში კრემლის ლიდერმა ერთხელ ახსენა საქართველოც და ვრცლად ისაუბრა უკრაინიდან მომდინარე საფრთხეებზე. ლუგანსკის და დონეცკის აღიარება ფორმალობა და 2014 წლიდან თავმოყრილი რუსული სამხედრო ძალების ლეგალიზაციაა ოფიციალური კიევისთვის.
უმწვავესია მსოფლიო ლიდერების რეაქცია. საერთაშორისო საზოგადოება მოსკოვს გუშინდელი გადაწყვეტილების უკან წაღებისკენ მოუწოდებს და მოსალოდნელ მძიმე სანქციებს ამზადებს.