მწერალთა სახლში ავსტრიელი პოეტის, რაინერ მარია რილკეს წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ლიტერატორმა გიორგი ლობჟანიძემ და კრებულის მთარგმნელმა ირმა შიოლაშვილმა წარადგინეს. „საღამო არის ჩემი წიგნი“ გახლავთ კრებული, რომელიც მეოცე საუკუნის უდიდესი პოეტის 50 ლექსს აერთიანებს.
რილკეს შემოქმედებას წლების განმავლობაში თარგმნიდა პოეტი და მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი, რომელმაც სტუმრებს პოეტის შემოქმედება კიდევ ერთხელ გააცნო.