კიდევ ერთი გამოცემა ილია ჭავჭავაძეზე. ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის თბილისისადმი სიყვარულსა და იმდროინდელი ისტორიული მნიშვნელობის ამბებზე ახალი წიგნი გვიყვება სახელწოდებით – „ილიას თბილისი“. მწერლის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული საინტერესო ამბები და ტრადიციები, საზეიმო მიღებები, მეგობრების მოგონებები და ჩანაწერები – ერთი სიტყვით, გამოცემაში ცოცხლდება ყველა ის ისტორია, რომლებსაც ნიკოლოზის ქუჩის 21 ნომერი ინახავს.