12-14 სექტემბერს, რეგიონის ყველაზე მასშტაბური, რიგით მერვე კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად, ბათუმში იმართება. სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება ეძლევათ. სემინარების პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, კრეატიული სტრატეგია, ვიდეო რეკლამა) და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში ეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული კომპეტენტური ჟიურის წევრები აფასებენ და გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან.