მკვეთრად დამძიმებული ეპიდსიტუაციის ფონზე მთავარი კითხვაა, რამდენად დროულად იღებენ ინფიცირებულები საჭირო სამედიცინო დახმარებას და რამდენად სწრაფად და ეფექტურად მუშაობს უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის ახლად ამოქმედებული მოდელი.
მოქალაქეთა ნაწილი ცხელი ხაზის მუშაობის ხარვეზებზე და ოჯახის ექიმებთან დროული კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს, რასაც ჯანდაცვის უწყებაშიც ადასტურებენ. გადაწყვეტილია ცხელი ხაზის ოპერატორთა დამატება, ასევე მკურნალობის პროცესში მთელი ქვეყნის ოჯახის ექიმების ჩართვა და ექიმების და ექთნების რაოდენობის ზრდა კოვიდ-სასტუმროებში. ეპიდემიოლოგების მოწოდებაა, ბინაზე მკურნალობის დროს ინფიცირებულმა წამლები მხოლოდ ოჯახის ექიმებთან კონსულტაციით მიიღოს. ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის გამო დაანონსებულია კოვიდ-კლინიკების რაოდენობის ზრდაც.