კოვიდინფიცირებულებისთვის სპეცუბნები შეიქმნება

კოვიდ-ინფიცირებულებს 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ. გადაწყვეტილება ცესკო-მ ხმათა უმრავლესობით ცოტა ხნის წინ მიიღო.

იზოლაციაში და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის სპეციალური უბნები შეიქმნება. არჩევნებში ინფიცირებულთა მონაწილეობის საკითხი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ორი დღის წინ გამართული სხდომის დროს სპეციალური უბნების გახსნის საკითხმა საკმარისი ხმები ვერ მოიპოვა. მოწინააღმდეგეთა მთავარ არგუმენტად სპეციალურ უბნებზე კომისიის წევრთა ინფიცირების მაღალი რისკები დასახელდა. შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეორე არჩევნებია.

შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს არჩევანის გაკეთების უფლება რეგისტრაციის შემდეგ ყველა კოვიდ-ინფიცირებულს მიეცა.